„ლიდერები თავს არ ახსნევინებენ, ლიდერები ახერხებენ, რომ სხვაგვარად წავიდნენ“

ლიდერები თავს არ ახსნევინებენ, ლიდერები ახერხებენ, რომ სხვაგვარად წავიდნენ თანამდებობიდან – ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია ოპოზიციაში გადავა, ხედავს თუ არა ნინო ბურჯანაძე კონკურენტს, ბურჯანაძე აცხადებს, რომ ალასანიაში კონკურენტს ვერ ხედავს, რადგან ალასანია იმ კალიბრის პოლიტიკოსი არ არის, რომელსაც შეუძლია, ლიდერის ფუნქციები იკისროს.
“მე არ ვხედავ ირაკლი ალასანიაში კონკურენტს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ის არ არის იმ კალიბრის პოლიტიკოსი და ისეთი გამბედაობის მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლიდერის ფუნქციები იკისროს. ეს კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ ძალიან ნათლად გამოჩნდა გუშინდელი განცხადებების დროს. ლიდერები თავს არ ახსნევინებენ, ლიდერები ახერხებენ, რომ სხვაგვარად წავიდნენ თანამდებობიდან“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები