საფრანგეთმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენება აუკრძალა

საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომას კრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

კანონპროექტს მხარი 279-მა დეპუტატმა დაუჭირა, 81 კი წინააღმდეგი იყო.

ამგვარად, საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც სოციალური ქსელები 15 წლამდე ასაკის პირებისთვის აკრძალა.

მთავრობა აკრძალვის ორ ეტაპად ამოქმედებას გეგმავს. 1-ელი სექტემბრიდან ახალი ანგარიშები ასაკის დადასტურებას დაექვემდებარება. არსებული ანგარიშებისთვის ახალი წესები 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები