პლატონ კალმახელიძე – თელავის სტიქიაზე: თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან

“თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან”, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე თელავის სტიქიაზე საუბრისას აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, აქტიურად სრულდება გაწმენდითი სამუშაოები კავკასიონის ქუჩაზე, ალაზნის გამზირზე, სეხნიაშვილი ქუჩაზე, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები დამბების მიმართულებით.

“ალაზნისა და მდინარე ხევის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ასევე, სხვადასხვა სოფლებში ვამუშავებთ სავარგულებს, დაზიანებულ გზებს. მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების აქტიური გამაგრება მიმდინარეობს”, – აღნიშნავს კალმახელიძე.

თელავში, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები