საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირეტორის მოადგილე ფოთში შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების მფლობელებს შეხვდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირეტორის მოადგილე – რევაზ პატარაძე ფოთში შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების მფლობელებს შეხვდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხოს ფორმატში წარიმართა.

“განხილვის მთავარი თემები იყო შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტები, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და მართვის სერტიფიკატის შემოღება.

აღინიშნა, რომ არსებული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შიდა სახმელეთო წყლებში გადაადგილების უსაფრთხოების ამაღლებას.

შეხვედრას ქ. ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ესწრებოდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები