ისტორიის გამოცდის პირველი საგამოცდო დღის მეორე სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან 93%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა
ისტორიის გამოცდის პირველი საგამოცდო დღის მეორე სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან 93%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.
“14 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის კვლავ ისტორიის გამოცდით გაგრძელდება, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი გამოცდებს გერმანულ და ფრანგულ ენებში ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.