თბილისის აეროპორტი დაიტბორა – უსაფრთხოების მიზნით მგზავრებს შენობა დაატოვებინეს
უხვი ნალექის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა.
როგორც „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც, მგზავრებს კი უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.
„ეს იყო მკაცრი მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული ტექნიკური პრობლემა. აეროპორტის ტექნიკური სამსახური მუშაობს და პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება“, – აცხადებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.