პარიზის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუნარჩუნა
პარიზის სააპელაციო სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის, ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი გამოყენების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა მის მიმართ დაკისრებული საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეამსუბუქა, რის შედეგადაც მას 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იურიდიული შესაძლებლობა შეუნარჩუნდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ორი წელი პირობითია, ხოლო დარჩენილი ერთი წელი ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით, შინაპატიმრობის პირობებში უნდა მოიხადოს.
ამასთან, საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შემცირდა, რაც 2027 წლის არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენას აღარ გამორიცხავს.
თავად ლე პენს მანამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ელექტრონული სამაჯურით საარჩევნო კამპანიის წარმოებას არ გეგმავს.