ერდოღანი: აშშ თურქეთს ხუთ F-35 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიაწვდის
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ ვაშინგტონისგან ხუთი F-35 გამანადგურებლის მიწოდების დაპირება მიიღო.
„F-35-ის საკითხი ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ჩვენ ეს საკითხი უკვე განვიხილეთ შეერთებულ შტატებთან და მივიღეთ დაპირება ხუთი თვითმფრინავის მიწოდების შესახებ“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერის თქმით, F-35 პროგრამაზე მოლაპარაკებები ანკარასა და ვაშინგტონს შორის ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში გრძელდება.
მედიის თანახმად, თურქეთი F-35 გამანადგურებლების საერთაშორისო პროგრამის მონაწილე იყო, თუმცა 2019 წელს, თურქეთის მიერ რუსული S-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის შემდეგ, აშშ-მა ანკარა პროექტიდან გარიცხა.