ირაკლი კირცხალია: ყველა წინსვლა, წარმატება არის გამოწვეული იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“
“ყველა წინსვლა, წარმატება არის გამოწვეული იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს.
„ასეთ ვითარებაში, როდესაც ირგვლივ არის ომი, დაპირისპირება, ენერგეტიკული გამოწვევები, უამრავი კრიზისული მიმართულება, შეინარჩუნო თავისუფლების, მშვიდობის კუნძულის სტატუსი, არის ურთულესი. ეს ჩვენი ხელისუფლების, იმ კურსის დამსახურებაა, რომელიც დასახა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც ძალიან მყარად, პროფესიონალურად და ამაყად მიჰყვება ჩვენი გუნდი. ოკუპაცია რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევა და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური არხებით და ყველგან, ყველა ფრონტზე მშვიდობიანად იბრძვის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.