საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ – მაკა გურგენიძემ ლევილის ქართველთა მამულში სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე სამუშაო ვიზიტით ლევილის ქართველთა მამულს ეწვია და ადგილზე განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მაკა გურგენიძემ ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო პროექტების დასკვნით ეტაპზე არსებული მდგომარეობა შეაფასა და მიმდინარე პროცესებს გაეცნო. გაიმართა შეხვედრა ლევილის მერთან, ერიკ ბრევთან და კონტრაქტორ კომპანიებთან, რომელზეც დეტალურად განიხილეს თითოეული მიმართულებით სამუშაოების შესრულების პროგრესი, არსებული საჭიროებები და სამუშაოების დასრულების ეტაპზე გასათვალისწინებელი ტექნიკური საკითხები.
პროექტი ფინალურ ფაზაშია. ამჟამად სამუშაოების ინტენსიური კოორდინაცია მიმდინარეობს, რათა ყველა კომპონენტი დადგენილ ვადებში და მაღალი სტანდარტების შესაბამისად შესრულდეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გურამ ტუღუში, ასევე, ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი, თამარ კვარაცხელია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები