„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში” მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში”, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ცნობით,
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემების განვითარების მიმართულებით მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, აგრეთვე, EPR-ის პრიორიტეტული ნარჩენების ნაკადების მრავალწლიანი მართვის გეგმების შემუშავების პროცესი.

“მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც საქართველოში EPR სისტემების ეფექტიან დანერგვას, ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გაძლიერებას უკავშირდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესებას, კერძო და საჯარო სექტორებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემების ჩამოყალიბებას. „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა მადლობა გადაუხადა UNDP Georgia⁠-ს, PMCG-ს⁠ და პროცესში ჩართულ ყველა პარტნიორ ორგანიზაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემების წარმატებით დანერგვის, ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის განვითარების და ქვეყნის გარემოსდაცვითი მიზნების ეფექტიანად მიღწევისთვის”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები