დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი დონბასში არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. ამის შესახებ „იტარ-ტასს“ „რესპუბლიკის პრეზიდენტმა“ ლეონიდ თიბილოვმა განუცხადა.
„წინასწარი მონაცემებით, არჩევნები შემდგარადაა აღიარებული. მე ტელეფონით ჩვენი პარლამენტის სპიკერს ვესაუბრე, რომელიც იქ სამხრეთ ოსეთისგან დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელად იმყოფებოდა. მან ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაადასტურა. სამხრეთ ოსეთის ხალხი ნოვოროსიის მოქალაქეების ნების გამოვლენას მხარს უჭერს“, – განცახადა თიბილოვმა.
გარდა ამისა, თიბილოვის თქმით, „სამხრეთ ოსეთი განაგრძობს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან დაახლოების კურსს. ჩვენ მიერ აღიარებულ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესს განვაგრძობთ. ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების და ხალხის მყარი პოზიციაა“, – განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები