საქართველოს პატრიარქი დავითგარეჯის მამათა მონასტერში 28 მაისს პარაკლისს აღავლენს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამა წლის 28 მაისს, ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს, დავითგარეჯის მამათა მონასტერში წირვას აღავლენს საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე). ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
მათივე ცნობით, ამავე დღეს მონასტერში მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო lll, რომელიც 12:30-ზე პარაკლისს აღავლენს”,- წერია ინფორმაციაში.