რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, უკრაინაში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ლავროვმა ოფიციალურად აცნობა ამერიკულ მხარეს, რომ კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ მიმდინარე ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევში განლაგებულ ობიექტებზე სისტემატურ და თანმიმდევრულ დარტყმებს იწყებენ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, ლავროვმა მის კოლეგას შეახსენა რეკომენდაცია, რომ კიევიდან ამერიკელი დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.