პოლონეთში მატარებელი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

პოლონეთის ქალაქ როგოზნოსთან ახლოს, მატარებლის ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, როგოზნოდან პოზნანისკენ მიმავალი მატარებელი რკინიგზის გადასასვლელთან სატვირთო მანქანას შეეჯახა.

როგორც ადგილობრივი სახანძრო სამსახური იუწყება, ავარიის შედეგად სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

მატარებელში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები