ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციას თითქოს ეშინია, რომ „ქართული ოცნება“ დალაგდება ამერიკულ მხარესთან

“რაც პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ის არ არის პოზიტიური ოპოზიციისთვის. მათ დროა გაუსწორონ თვალი იმას, რომ ისინი რასაც აკეთებენ, არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის მთლიანად ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინსვლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება და ეს ოპოზიციას აშინებს.

„დინამიკა აჩვენებს, რომ სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება მაღალ დონეზე შეხვედრები. ოფიციალური მიზეზი, რაც ამერიკულმა მხარემ დაასახელა ჩამოსვლის და შეხვედრების არის ის, რომ ეს ვიზიტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების კიდევ უფრო გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი შეხვედრა იქნება ეს საქართველოში თუ აშშ-ში, რა თქმა უნდა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.

ოპოზიციას თითქოს ეშინია, რომ „ქართული ოცნება“ დალაგდება ამერიკულ მხარესთან. დაველოდოთ დინამიკას. ის პოზიტიური განვითარება, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ახლა მიმდინარეობს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად ვთქვათ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის აღდგება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები