მაია ფანჯიკიძე: მე დარწმუნებული ვარ თავდაცვის მინისტრის პოზიციაში

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ის ენდობა ირაკლი ალასანიას პოზიციას.
“ჩემი პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი. თავდაცვის მინისტრი ენდობა თავის თანამშრომლებს, დარწმუნებულია მათ უდანაშაულობაში. მე დარწმუნებული ვარ თავდაცვის მინისტრის პოზიციაში და იმაში, ზუსტად იცის, რასაც ამბობ”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები