საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული გალის მკვიდრი ტყვეობაში რჩება

  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი ტყვეობაში რჩება. მამაკაცი გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლიდან 2 დღის წინ გაიტაცეს. უცნობია სად და რა პირობებში იმყოფება გატაცებული, რადგან ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გალის რაიონში გატაცების სამი ფაქტი დაფიქსირდა. სოფელ ბარღებიდან გატაცებული კიდევ ერთი ადგილობრივი კი 11 000 დოლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
გალის რაიონში მოსახლეობის გატაცების გახშირებულ ფაქტებს თხილის სეზონს უკავშირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები