ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი შეერთებულ შტატებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
ამერიკელმა ლიდერმა Truth Social-ში დაწერა, რომ ირანმა „ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფი გემების წინააღმდეგ სულ მცირე ოთხი კამიკაძე-საიერიშო დრონი“ გაუშვა.
ტრამპის ინფორმაციით, ამ დრონებიდან ერთ-ერთი სატვირთო გემს დაეჯახა.
„რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალიან სულელური დარღვევაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.