გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსთან ქრისტინე გრიგორიანთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეისათვის მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების შესაბამის სამსახურებს შორის მჭიდრო პარტნიორობას; მხარეებმა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა დაადასტურეს.
“შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები თამაზ ბორაშვილი, ალექსანდრე მაისურაძე და დაზვერვის სააგენტოს უფროსი მიხეილ ძაგნიძე,”- წერია ინფორმაციაში.