სარკოზი პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის ხარჯვის სკანდალში მონაწილეობის გამო, პირობითი პატიმრობა მიესაჯა,- ამის შესახებ რადიოსადგური RTL-ი პარიზის სააპელაციო სასამართლოზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების შესახებ. ახლა სარკოზის აღარ მოუწევს ელექტრონული სამაჯურის ტარება, რომლის ტარებაც მას სასჯელის ექვსი თვის მოხდის დროს ევალებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს ე.წ. „ბიგმალიონის საქმის“ ფარგლებში იხდიდა, რომელიც 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას უკავშირდება. სასამართლომ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომლის ნაწილი ელექტრონული მონიტორინგის პირობებში უნდა მოეხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები