ქუთაისის „აიას” და თბილისის ავჭალის რაგბის სტადიონების რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თბილისში მდებარე ქუთაისის „აიას“ არენის, ავჭალის სარაგბო ბაზის, მათთან დაკავშირებული ადმინისტრაციული შენობებისა და გარე ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია რაგბის სტადიონების განახლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და 2026 წლის ივნისში, საქართველოში გასამართი რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადება.

ქუთაისის „აიას“ არენაზე დაგეგმილია ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების სკამების განახლება და სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება, გასახდელებისა და სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები