ზურაბ აბაშიძე: ,, დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება, მოღვაწეობა და მოწამებრივი სიკვდილი სამშობლოს მსახურებისა და მისთვის თავგანწირვის ნათელი მაგალითია’’

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ქვეყნისა და ხალხის წინაშე მის დამსახურებებზე ისაუბრა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი მისივე სახელობის დარბაზს ამშვენებს. ეს კი წინა მოწვევის საკრებულოს წევრებისა და ხელმძღვანელობის დამსახურებაა.

,,დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება, მოღვაწეობა და მოწამებრივი სიკვდილი სამშობლოს მსახურებისა და მისთვის თავგანწირვის ნათელი მაგალითია. სწორედ ამიტომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. დიმიტრი ყიფიანი საქართველოს ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოა.

სწორედ ასეთი ადამიანები, მართლაც გამორჩეული გმირები, ქმნიან საქართველოს ისტორიას, ქართველთა იდენტობას და ჩვენი ვალია მათი დანატოვარი მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ’’,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები