ლევან მახაშვილი – ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება – ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება

“იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება – ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება”,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

მახაშვილის თქმით, ე.წ. რევოლუციონერებს პასუხს საზოგადოება გასცემს.

„ეს არის კიდევ ერთხელ ფუჭი ოცნებები, ფუჭი იმედები ვინაიდან, როგორც აქამდე გასცა მათ საზოგადოებამ პასუხი ამ ე.წ. რევოლუციონერებს, შეუმდგარ რევოლუციონერებს, ასევე მათ მოსახლეობა მომავალში შესაბამის განაჩენს გამოუტანს არჩევნების გზით და თუ საჭირო იქნება კანონის ძალითაც“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები