ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში ლივერპულმა პსჟ-ს უმასპინძლა.

მატჩი ანგარიშით 0:2 დამთავრდა და შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ პარიზელების კონტრშეტევაზე გიორგი მამარდაშვილმა მასპინძლები რამდენჯერმე გადაარჩინა.

ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 40 მატჩში 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა – უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 13 შეხვედრაში 8 გოლი და 5 საგოლე პასი.

პსჟ ნახევარფინალში „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება – 28 აპრილს გასვლაზე და 5 მაისს სახლში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები