თურქეთმა ანკარის მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანკარის მერის, მანსურ იავაშის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარების ნებართვა გასცა.
გადაწყვეტილება გამომდინარეობს ბრალდებებიდან, რომლის თანახმადაც 2023 წელს ქარაბუქში გამართულ საარჩევნო აქციაზე, მუნიციპალური მანქანები გამოიყენეს.
მანსურ იავაშს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს.
ანკარის მუნიციპალიტეტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეში ნათლად არის ნათქვამი, რომ „საარჩევნო ღონისძიებებში მუნიციპალური აღჭურვილობის გამოყენების შესახებ არც წერილობითი და არც ზეპირი ბრძანებები არ გაცემულა”.