“ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი” – პიტერ მადიარი

“ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი”, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმის მიცემის უფლება გამოიყენა. ვისთვისაც  უნდა მიგეცათ დღეს ხმა, ეს დემოკრატიის ზეიმად იქცა. რა თქმა უნდა, ვნახეთ ბოლო გამოკითხვები. სულ მცირე, სამი ან ოთხი კვლევითი ინსტიტუტი გამოვიდა თავისი ბოლო კვლევებით. ამ მონაცემებზე, ამომრჩეველთა აქტივობაზე და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მივიღეთ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს ბოლო თვეებში, შესაძლოა, წლებშიც კი – ჩვენ არ გვინდა და არ მოვიგებთ მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს“, – განაცხადა მადიარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები