გორის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ არქიტექტორებს ქალაქ გორის გენერალური გეგმის ტექნიკური დავალება გააცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ადგილობრივ არქიტექტორებს ქალაქ გორის გენერალური გეგმის (გენგეგმის) ტექნიკური დავალება გააცნო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ.

“შეხვედრის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს გენგეგმის ტექნიკური დავალება, რომელიც ქალაქის სივრცითი განვითარებისა და გრძელვადიანი დაგეგმარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

არქიტექტორებმა შეხვედრაზე საკუთარი ხედვები დარეკომენდაციები წარადგინეს, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ქალაქის გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რაც გორის ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები