ლევან მახაშვილი: საქართველო და აზერბაიჯანი ჩამოყალიბდნენ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სავაჭრო გზის არსებით მონაწილეებად
“საქართველო და აზერბაიჯანი უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბდნენ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სავაჭრო გზის არსებით მონაწილეებად,” – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ეს ვიზიტიც ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ამ მარშრუტის განვითარებას, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ავითვისოთ ეს შესაძლებლობა“, – აღნიშნა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, 6 აპრილს ეწვია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა: “საქართველო არის პირველი ქვეყანა იმ საერთაშორისო საექსპორტო მარშრუტზე, რომლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.”