დავით მათიკაშვილი: აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მნიშვნელოვანია

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მნიშვნელოვანია,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნების გარშემო არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება შუა დერეფანი. მოგეხსენებათ შუა დერეფანი პრაქტიკულად ერთადერთი მშვიდობიანი დამაკავშირებელია ევროპასა და აზიას შორის. ამ შემთხვევაში საქართველოს როლი არის შეუცვლელი და უნიკალური, რაზედაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არაერთგზის ისაუბრა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, 6 აპრილს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები