გიორგი ვოლსკი – ალიევის ვიზიტზე: ყველა თემა, რომელიც იყო განხილული უკავშირდება ეკონომიკურ სარგებელს

“ყველა თემა, რომელიც იყო განხილული, უკავშირდება ეკონომიკურ სარგებელს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს ამას სტაბილურობისთვის და ეკონომიკური განვითარება არის ის თემა, რომლისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში მუხლჩაუხრელად მუშაობს. ყველა თემა, რომელიც იყო განხილული უკავშირდება ეკონომიკურ სარგებელს, მაგრამ, რასაკვირველია, საგანგებოდ მნიშვნელოვან თემასაც – მშვიდობას, სატაბილურობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, 6 აპრილს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები