ზვიად შალამბერიძე: ეკლესიაზე შეტევა, რომელიც მიმდინარეობს ბოლო დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ოპოზიციის მხრიდან, არის შეტევა ქართველი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ

“ეკლესიაზე შეტევა, რომელიც მიმდინარეობს ბოლო დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ოპოზიციის მხრიდან, არის შეტევა ქართველი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ,”- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

„მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესია, მართლმადიდებლური ქრისტიანობა და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგეთ ჩვენი პატრიარქის სახით. იმ დღეებში, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინათ ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინათ ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე“, – განაცხადა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები