გია ვოლსკი რუსებისა და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის შეხვედრას 2008 წლის შეცდომებს უკავშირებს
ეს სწორედ იმ შეცდომების შედეგია რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტომდე დაუშვა, – ასე გამოეხმაურა საპარალემენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვოლსკი, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთი სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს.
“მოლაპარაკებები სისტემატიური ხასიათისა -აფხაზები მიდიან რუსეთში, თავის მხრივ რუსები ჩამოდიან აფხაზეთში. ეს ყველაფერი ოკუპაციის შედეგია რაც მძიმე შეცდომებმა მოგვიტანა გაცილებით უფრო ადრე- 2008 წლის აგვისტრომდე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსი მაღალჩინოსნები დღეს აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დაგეგმილი მოლაპარაკებები შესახებ აფხაზური მედია იტყობინება. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია,რომ მხარეები სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რედაქტირებულ დოკუმენტზე შეთანხმდებიან.