მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობა და რესტრუქტურიზაციის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური სისტემების გაძლიერების შესაძლებლობებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ, მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს. პროგრამა 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს და 2028 წლამდე გაგრძელდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოციალური დაცვის მიმართულებით, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით, 16 000 ადამიანი დასაქმდა. განიხილეს სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების შესაძლებლობის გაზრდისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერების საკითხები.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე გიორგი ცაგარეიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები რობერტო სორმანი, ნინო უძილაური და ნინო მოროშკინა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები