ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი: აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას
აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.
„შეერთებული შტატები ეჭვქვეშ აყენებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ამ ახალ რეალობაში, რა უნდა იყოს ევროკავშირის მისია? პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესები. ჩვენ გაერო-ს წესდებასა და ჩვენს საერთაშორისო ხელშეკრულებებში ასახული პრინციპების პატივისცემას ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა კოშტამ ევროკავშირის ელჩებისადმი მიმართვისას.