გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი დაიბარეს. მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.
აღნიშნულის შესახებ “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში ირანის თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.