ირანმა ახალი, ინტენსიური და მასშტაბური დარტყმები დააანონსა

უახლოეს დღეებში ირანის მიერ მოწინააღმდეგეებზე თავდასხმების ტემპი და მასშტაბი გაიზრდება.

ამის შესახებ ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრალურმა შტაბ-ბინამ, “ხატამ ალ-ანბიამ” გამოაცხადა.

„ხატამ ალ-ანბიას“ შტაბ-ბინის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ებრაჰიმ ზოლფაღარის თქმით, შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან დაკავშირებული სამიზნეების წინააღმდეგ, ოპერაციების ინტენსივობის გაზრდა რამდენიმე ფრონტზე (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო) იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები