სამართალდამცველებმა 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პოლიციის მიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სადახლოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის მოქალაქე.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, მალულად, საწვავის სისტემის დამატებით ავზში მოთავსებული – 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები