ბეირუთში საჰაერო დარტყმების შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ფრთის მეთაური დაიღუპა
ლიბანში „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ფრთის მეთაური, ადჰამ ალ-ოთმანი, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა, – ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
„„ისლამურმა ჯიჰადმა“ ლიბანში „სარაია ალ-ქუდსის ძალების“ მეთაურის, ადჰამ ადნან ალ-ოთმანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა, რომელიც ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა“, – აღნიშნულია განცხადებაში.