ირანში სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 170-ს გადააჭარბა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იმთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მინაბში ირანის გოგონათა სკოლაზე აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 171-მდე გაიზარდა.

„არაღჩიმ, ბავშვების, კერძოდ, მინაბის დაწყებითი სკოლიდან 171 გოგონას ბოლოდროინდელ მკვლელობებზე, ასევე ირანის საავადმყოფოებზე თავდასხმებზე მითითებით, განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაგმოს ისრაელისა და შეერთებული შტატების სამხედრო აგრესია ირანის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები