პრემიერი: “ნაციონალები” აქციის მონაწილეებისთვის 15 ლარის გადახდას და პროვოკაციებს გეგმავენ

“ნაციონალები” აპირებენ, რომ 15 ლარი გადაუხადონ გაჭირვებულ მოქალაქეებს, ჩამოიყვანონ ისინი რეგიონებიდან, სოფლებიდან და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემერის ინფორმაციით, 15 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.
“15 ნოემბრის აქცია, რა თქმა უნდა, სასაცილოა. არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანოსნებულ აქციასთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ როგორც მითხრეს, ისინი გეგმავენ გარკვეულ პროვოკაციას. მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ის ინფორმაცია, რაც მე მომივიდა – “ნაციონალები” აპირებენ, რომ 15 ლარი გადაუხადონ გაჭირვებულ მოქალაქეებს, ჩამოიყვანონ ისინი რეგიონებიდან, სოფლებიდან და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. აი, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მე აღარ მინდა მათზე დიდი დრო დავხარჯო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, “ნაციონალებს” რომ აფხაზებსა და ჩვენს მოქალაქეებზე გული არ შესტიკივათ.
“ყველამ ვიცით, რომ ცხინვალის ოკუპაცია მათი დამსახურებაა. ამასთან დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და მივიღეთ 25 000 დევნილი სწორედ მათი პოლიტიკის შედეგად. ასე, რომ რასთან დაკავშირებით უნდა მოაწყონ აქცია? – აქცია მათ თავიანთ თავს უნდა მოუწყონ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები