“იწყება 73-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა” – საპატრიარქო

“იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

მათი ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.

“რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.

საკონტაქტო ტელეფონები:
593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები