ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთში კულტურის ყოფილი მინისტრისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
საქმე ეხება ჯეკ ლენგისა და მისი ქალიშვილის შესაძლო მჭიდრო კავშირებს ეპშტეინთან, რის საფუძველზეც საგამოძიებო უწყებები ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტებს იკვლევენ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ლენგი 8 თებერვალს უწყებაში დაიბარეს. მისი თქმით, გავრცელებულ მასალებში არსებული ინფორმაცია განსაკუთრებულად სერიოზულია და საჭიროებს საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას.
ფრანგული მედიის ცნობით, ლენგის ქალიშვილის სახელი ფიგურირებს ეპშტეინის თანამფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიის დოკუმენტებში.
თავად ლენგი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში კულტურისა და განათლების მინისტრის პოსტებს იკავებდა, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.