“გვახსოვს, რომ ქადაგებდნენ ევროპელი ლიდერები, როგორ მოექციათ რუსეთი იზოლაციაში, როგორ არ უნდა დალაპარაკებოდნენ რუსეთის ლიდერებს, დღეს კი კარდინალურად აქვთ შეცვლილი პოზიცია” – მათიკაშვილი

“ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ ქადაგებდნენ ევროპელი ლიდერები, როგორ მოექციათ რუსეთი იზოლაციაში, როგორ არ უნდა დალაპარაკებოდნენ რუსეთის ლიდერებს, დღეს კი კარდინალურად აქვთ შეცვლილი პოზიცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

ის ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისის განცხადებას ეხმაურება, რომ რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით შესაძლოა, არა პრეზიდენტ ტრამპს, არამედ თავად ევროკავშირსაც უნდა დაეწყო დიპლომატიური გამოსავლის ძიება.

“ცალკეული ევროპელი ლიდერების ფარისევლობას კიდევ ერთხელ ჩამოეხსნა ნიღაბი. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ ქადაგებდნენ ევროპელი ლიდერები, როგორ მოექციათ რუსეთი იზოლაციაში, როგორ არ უნდა დალაპარაკებოდნენ რუსეთის ლიდერებს, დღეს კი კარდინალურად აქვთ შეცვლილი პოზიცია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ევროკავშირის მაღალჩინოსნების ფარისევლურ და ორმაგი სტანდარტებით გაჯერებულ დამოკიდებულებას, ზოგადად, ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ. მათ აღმოაჩინეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან უკრაინელები, ამერიკელები და რუსები, მათი ადგილი კი არ არის მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს გახდა სწორედ მიზეზი იმის, რომ საკუთარი ამბიციები და პრეტენზიები ასე ღიად და აშკარად გამოხატეს, მაშინ, როდესაც ჩვენთვის ისინი პრაქტიკულად სავალალო შედეგს აწყობდნენ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ უნდა დაგვეწესებინა სანქციები რუსეთის მიმართ, უნდა გაგვეხსნა მეორე ფრონტი, სახელმწიფო ბორტით მებრძოლები გაგვეგზავნა. რა ბედი ექნებოდა ჩვენს ქვეყანას და სადამდე მივიდოდა საქართველო, ხომ მარტივი წარმოსადგენია?!”, – აღნიშნავს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები