ლავროვმა ვენესუელიდან რუსული კომპანიების გაყვანის შესახებ განაცხადა

ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შემდეგ, რუსული კომპანიები ქვეყნიდან ღიად, იძულებით გადიან,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„და ახლა, ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჩვენი კომპანიები ღიად იძულებულნი არიან, გავიდნენ ვენესუელიდან“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 3 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კარაკასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც აშშ-ის ძალებმა ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს. 5 იანვარს ისინი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში წარსდგნენ. მათ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. მადურომ და მისმა მეუღლემ ბრალი არ აღიარეს. ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელაზე დროებით კონტროლს აიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები