რატი იონათამიშვილი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ევრობიუროკრატებმა უღალატეს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს მაშინ, როდესაც მათ ჩვევად გაიხადეს სხვადასხვა სუვერენული ქვეყნის არჩევნებში ჩარევა
“ჩვენ ამაზე დიდი ხანია დადასტურებული ფაქტებით ვსაუბრობდით და ძალიან კარგია, რომ უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვაშინგტონიდან ისმის ანალოგიური შინაარსის განცხადებები, მზადდება ანგარიშები”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე საუბრისას “ქრონიკას” განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ევრობიუროკრატებმა უღალატეს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს მაშინ, როდესაც მათ ჩვევად გაიხადეს სხვადასხვა სუვერენული ქვეყნის არჩევნებში ჩარევა.
„ჩვენ ამაზე დიდი ხანია დადასტურებული ფაქტებით ვსაუბრობდით და ძალიან კარგია, რომ უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვაშინგტონიდან ისმის ანალოგიური შინაარსის განცხადებები, მზადდება ანგარიშები.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ევრობიუროკრატებმა უღალატეს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს მაშინ, როდესაც მათ ჩვევად გაიხადეს სხვადასხვა სუვერენული ქვეყნის არჩევნებში ჩარევა და ამით საკუთარი დღის წესრიგის გატარება. ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს პასუხისმგებლობა აქვთ ასაღები“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.