“ძალიან მნიშვნელოვანია IT რესურსების და ინტელექტუალური მიმართულებით ქვეყნის განვითარება; ამაში მთლიანად არის ჩართული ჩვენი გუნდი, ბატონი ირაკლი კობახიძე გვერდით გვიდგას” – ვახტანგ თურნავა
”ძალიან მნიშვნელოვანია IT რესურსების და ზოგადად ინტელექტუალური მიმართულებით ქვეყნის განვითარება. ამაში მთლიანად არის ჩართული ჩვენი გუნდი, პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე გვერდით გვიდგას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ თურნავამ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, დღეს საქართველოში დაახლოებით 12 000 სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში, რაც ძალიან მისასალმებელია.
“მათი დიდი უმრავლესობა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, ვაუჩერებს გასცემს სახელმწიფო იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა უფასოდ ისწავლონ განსაკუთრებით კოლეჯებში, IT სექტორში და ამ ყველაფერს ვასუბსიდირებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ მაღალანაზღაურებად სექტორში.
ძალიან მნიშვნელოვანია IT რესურსების და ზოგადად ინტელექტუალური მიმართულებით ქვეყნის განვითარება. ამაში მთლიანად არის ჩართული ჩვენი გუნდი, პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე გვერდით გვიდგას, არ ყოფილა არც ერთი ინიციატივა, რომელიც გულგრილად მიეღოს, პირიქით, უფრო დეტალებში ჩავდივართ. საბოლოოდ გადაწყვეტილებებს დეტალური განხილვის შემდეგ ვიღებთ“, – აღნიშნა თურნავამ.