ლევან მაჭავარიანი – „ენჯეოებზე“: თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან

„თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან,” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ „ენჯეო“ სექტორზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მათ დასამალი ძალიან ბევრი აქვთ, ისინი ჩართულები არიან პოლიტიკაში, ისინი ჩართულები არიან იმგვარად, რომ ყოველ ჯერზე ცდილობენ, მოაწყონ რაღაც რევოლუციური სცენარი; გაზარდონ პოლარიზაცია საზოგადოებაში. უფრო დააპირისპირონ, გახლიჩონ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი სამარცხვინო საქმიანობით არიან დაკავებულები, მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი ჩუმად გააკეთონ. მათი რეიტინგი ნულს ქვემოთაა. საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, არანაირი რეპუტაცია არ გააჩნიათ, პირიქით, დაზიანებული რეპუტაციით არიან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ეკა გიგაურის ორგანიზაციის ესტონური ოფისი, ისევე როგორც ნინო ლომჯარიასი, ესტონურ მისამართებზე, დანგრეულ შენობებშია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები