ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს, ჩარლზ კორმიერს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, საერთაშორო საფინანსო კორპორაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის დეპარტამენტის მენეჯერი პატრიკ ავატო, ასავე, მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე, განხორციელებული და სამომავლო პროექტები ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით. საუბარი შეეხო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.