“ცეცხლი დაანთეს ამ თანხების მეშვეობით რუსთაველზე, რევოლუციური პროცესი განავითარეს და რასაკვირველია, ამას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო კონკრეტული კანონებით,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მრავალმილიარდიანი ფინანსური რესურსების მობილიზებაა იმისთვის, რათა განავითარონ ანტაგონიზმი.
„ცეცხლი დაანთეს ამ თანხების მეშვეობით რუსთაველზე, რევოლუციური პროცესი განავითარეს და რასაკვირველია, ამას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო კონკრეტული კანონებით. მრავალმილიარდიანი ფინანსური რესურსების მობილიზებაა, იმისთვის რათა განავითარონ ის ანტაგონიზმი, რომელიც გარკვეულ დონეზე უკვე შეძლეს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არც ეს კანონი არის იმ სტანდარტისგან შორს, რომელიც დემოკრატიას ახასიათებს. თანამშრომლობა არის ჩვენი მოთხოვნა“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანო კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. გრანტის მიღება ყველას მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება. გრანტად მიიჩნევა თანხა, რომელიც ხმარდება ან შესაძლოა მოხმარდეს პოლიტიკურ პროცესებს. საქართველოს მთავრობის ნებართვა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც საქართველოში საქმიანობს.